გიორგი ჩაკვეტაძე: “ვლადიმირ ვაისთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა”

0
23

ტელეკომპანია “იმედის” სპორტულ გადაცემაში “სპორტი იმედზე” სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე. საუბარი შეეხო ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებსა და ეროვნული ნაკრების სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის ხელშეკრულების გაგრძელებას.
გიორგი ჩაკვეტაძე:  „ერთა ლიგის ციკლი კარგად გავიარეთ, ახლა დიდი შანსი გვაქვს. შეიძლება, ასეთი შანსი აღარც გვქონდეს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეძლოს. მთავარია, გუნდში ტრავმები არ იყოს.
ორივე თამაში შინ გვექნება და ეს მნიშვნელოვანია.
პირადად ჩემთვის, ვლადიმირ ვაისთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. მან ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მომცა და ვეცადე, რომ ეს შანსი მაქსიმალურად გამომეყენებინა, მეჩვენებინა, რომ თამაში შემეძლო.
ვაისი კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ, რომ ჩვენს ნაკრებში მუშაობა უნდა გაეგრძელებინა. მასთან ერთად ევროპის ჩეპიონატზე მოხვედრის შანსი გვაქვს. მას შემტევი ფეხბურთი უყვარს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.