მეორე დონის ნაკრებების სიმბოლურში ერთი ქართველი მოხვდა

0
4

სარაგბო გამოცემა ultimaterugby.com-მა მეორე დონის ქვეყნების მორაგბეებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ჩვენთვის საინტერესოა, რომ მასში ერთი ქართველი მოხვდა და გასაკვირი არ არის, რომ ის ბურჯია. გუნდში პირველი ნომრის პოზიციაზე მიხეილ ნარიაშვილია დასახელებული, რომელიც შემდეგნაირად არის დახასიათებული:
“საქართველოს ნაკრების კაპიტანი იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე, ნარიაშვილი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა მიწოლაში და ქართველი პირველხაზელის გარეშე მეორე დონის სიმბოლური გუნდის შედგენა ძალიან რთულია. ნარიაშვილი ისევ ტოპ 14-ში ასპარეზობს “მონპელიესთან” ერთად და მსოფლიოს გამორჩეულ ტექნიკურ ბურჯებს შორის არის. ის ძლიერი ბურთის წამღები და ბრწყინვალე მცველია”.
აღნიშნულ პოზიციაზე მან იაპონიის ნაკრების ბურჯ კეიტა ინაგაკის აჯობა, გარდა ამისა სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველა წყნარი ოკეანეთის ნაკრებში მოიძებნება მათი კონკურენტი მორაგბე. რაც შეეხება სხვა პოზიციებს, ნომინანტთა შორის იყვნენ ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, დავით კაჭარავა და სანდრო თოდუა, თუმცა საბოლოოდ გამოცემამ მათ პოზიციებზე სხვა მორაგბეებს მიანიჭა უპირატესობა.

მეორე დონის ქვეყნების სიმბოლური თხუთმეტეული
1. მიხეილ ნარიაშვილი – საქართველო
2. ჯო ტაუფეტე’ე – აშშ
3. მაიკ ალაალატოა – სამოა
4. ლეონე ნაკარავა – ფიჯი
5. კრის ვუი – სამოა
6. მაიკლ ლიტჩი – იაპონია
7. პესელი იატო – ფიჯი
8. კაზუკი ჰიმენო – იაპონია
9. სანტიაგო არატა – ურუგვაი
10. ეიჯეი მაკგინთი – აშშ
11. ალაპატი ლეიუა – სამოა
12. ლევანი ბოტია – ფიჯი
13. სემი რადრადრა – ფიჯი
14. კოტარი მაცუშიმა – იაპონია
15. ტელუსა ვეაინუ – ტონგა