ლაუტარო მარტინესი “ბარსაში” გადავა

0
4
მილანის “ინტერის” არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა თანხმობა განაცხადა კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლაზე. მხარეებმა კონტრაქტის პირობები შეათანხმეს და ტრანსფერი სეზონის დასრულებისთანავე შესრულდება.
ახლა მოლაპარაკებებს უშუალოდ ტრანსფერის საფასურზე აწარმოებენ. მილანელებს ლაუტაროში 111 მილიონი ევრო უნდათ, ხოლო კატალონელებისთვის ამ თანხის გადახდა შეუძლებელია. გამომდინარე აქედან საქმეში ჩაერთვებიან “ბარსელონას” ფეხბურთელები. “ინტერის” ხელმძღვანელობა დაინტერესებულია არტურო ვიდალისა და ივან რაკიტიჩის გადაყვანით. ამ ვარიანტზე კატალონელები ყაბულს არიან.