ოუენ ჰარგრივზი: “ბაიერნში” ჰალანდის ადგილი არაა”

0
4

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ოუენ ჰარგრივზი ერლინგ ჰალანდს აქებს, მაგრამ ფიქრობს, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა.„რეკორდმაისტერის“ ყოფილი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ნორვეგიელის ადგილი „ბაიერნში“ არაა.
„რა თქმა უნდა, კარგი და განსაკუთრებულია, მაგრამ ჰალანდის ყიდვა რომც შემეძლოს, ამ მომენტში „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა, იქედან გამომდინარე ბავარიელები როგორ ფეხბურთსაც თამაშობენ“, – თქვა ჰარგრივზმა.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰალანდს 2019-2020 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 41 გოლი აქვს გატანილი.