გულშემატკივრებმა საუკეთესო თხუთმეტეული დაასახელეს

0
6

ცნობილი სარაგბო გამოცემა “რაგბიპასი” გულშემატკივრებს შორის ორი თვის განმავლობაში გამოკითხვას ატარებდა, რომლის მიზანიც მსოფლიოს საუკეთესო თხუთმეტეული გამოვლენა იყო.
ქომაგთა სიმბოლურში ყველაზე მეტი, ექვსი მორაგბე მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის რიგებიდან მოხვდა. ამის შემდეგ მოდის ინგლისი, საიდანაც ოთხი მოთამაშე ფიგურირებს, ორი მორაგბე ახალ ზელანდიას წარმოადგენს, ხოლო თითო წევრი ირლანდიიდან, ფიჯიდან და შოტლანდიიდან არიან.

“რაგბიპასის” მომხმარებლების საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი)
2. მალკოლმ მარქსი (სამხრეთ აფრიკა)
3. ტად ფარლონგი (ირლანდია)
4. მარო იტოჯე (ინგლისი)
5. ებენ ეთზებეთი (სამხრეთ აფრიკა)
6. პიტერ-სტეფ დუ ტოი (სამხრეთ აფრიკა)
7. არდი სავეა (ახალი ზელანდია)
8. დუეინ ვერმულენი (სამხრეთ აფრიკა)
9. ფაფ დე კლერკი (სამხრეთ აფრიკა)
10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)
11. სემი რადრადრა (ფიჯი)
12. ოუენ ფარელი (ინგლისი)
13. მანუ ტუილაგი (ინგლისი)
14. ჩესლინ კოლბი (სამხრეთ აფრიკა)
15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია)