შერმადინი “ტენეფერიში” დარჩება

0
3

ესპანეთის ACB ლიგის “ტენერიფე” გიორგი შერმადინს უახლოეს დღეებში კონტაქტს გაუგრძელებს. ამის შესახებ solobasket.com წერს. ახლახან “ტენერიფემ” ხელშეკრულება გაუხანგრძლივა ბასკ თავკაც ჩუს ვიდორეტას, რომელიც კანარის კუნძულელებს 2018 წლიდან წვრთნის. ვიდორეტამ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გაატორმა და კუნძულზე 2022 წლამდე დარჩება.
“ვიდორეტა გააგრძელებს თავის ამბიციურ პროექტს ტენერიფეში და ჯამში ამ კლუბში ექვსი სეზონი გამოუვა. წინ კიდევ ბევრი სიახლეა. მომდევნო გიორგი შერმადინია, ქართველი კალათბურთელი “ტენერიფეს” წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია”, – წერს ესპანური საიტი.
შეხსენებისთვის, გიორგი შერმადინმა ტენერიფელთა შემადგენლობაში საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.