“საბურთალომ” დაიწყო…

0
3

დედაქალაქურმა „საბურთალომ“ ორთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, „ბენდელას“ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი გამართა – თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით გუნდი რამდენიმე ჯგუფად დაიყო და ინდივიდუალურად ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ ბოლოს 11 მარტს ივარჯიშა. 12 რიცხვში კი გუნდი „დინამოსთან“ დედაქალაქური დერბის მოლოდინში იყო, მაგრამ კორონავირუსის პრობლემის გამო, იძულებითი დასვენება მოუწია.