კახა კალაძე სერია A-ს სიმბოლურშია

0
3

Football Italia-მ სერია A-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გუნდში ერთი ქართველია – კახა კალაძე.
სიმბოლურში სამი სერბია, დანარჩენ ქვეყნებს (საქართველო, სლოვენია, რუმინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, მონტენეგო, პოლონეთი და უკრაინა) კი თითო წარმომადგენელი ჰყავთ.

სერია A-ს სიმბოლური. აღმოსავლეთ ევროპა

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია);
მცველები: კახა კალაძე (საქართველო), კრისტიან კივუ (რუმინეთი), სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი);
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი (ხორვატია), დეიან სტანკოვიჩი (სერბეთი), ვლადიმირ იუგოვიჩი (სერბეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი);
თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა).