ჰალანდმა მესის და რონალდუს აჯობა

0
3

დორტმუნდის “ბორუსიამ” რურის დიდ დერბიში გელზენკირხენის “შალკე” 4:0 გაანადგურა, 19 წლის ერლინგ ჰალანდმა კი სეზონში თავისი 41-ე გოლი გაიტანა. ნორვეგიელი ერთ სეზონში 41 გოლზე უფრო სწრაფად ავიდა, ვიდრე თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.
მესი უკვე 22 წლის იყო, როცა 2009/2010 წლების სეზონში 41 გოლზე პირველად ავიდა, ხოლო რონალდუმ 4ამდენივე რაოდენობის გოლის გატანა პირველად 2007/2008 წლების სეზონში მოახერხა და მაშინ პორტუგალიელი 23 წლის გახლდათ.