“ანორთოსისის” გენერალური დირექტორი: “ქეცბაია დეპრესიაშია”

0
4

ფამაგუსტას “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ჯერაც ვერ გადაუტანია, რომ კვიპროსის პირველობის ნაადრევად შეწყვეტის გამო, მისმა გუნდმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა. ამ თემაზე კომენტარი “ანორთოსისის” გენერალურმა დირექტორმა იანოს კონსტანტინუმ გააკეთა.

“თემური დეპრესიაშია. ძალიან განიცდის, რადგანაც თვლის, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მას ბოლომდე სჯეროდა, რომ თამაშის უფლებას მოგვცემდნენ და “ანორთოსისი” პირველ ადგილს ღირსეულ ბრძოლაში მოიპოვებდა. უეფას პოზიციებიც თითქოს ჩვენს მოსაზრებას ამყარებდა, მაგრამ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა. შედეგად, “ანორთოსისი”, რომლის ღირსებასაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი იცავს, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, გამარჯვებულად კი “ომონია” გამოცხადდა.