კალაძე საუკეთესოა, დემეტრაძე ორ სიმბოლურშია…

0
8

Sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში ათი საუკეთესო ქართველი ლეგიონერი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახლახან რუსებმაც შეადგინეს მსგავსი რეიტინგი და ორივე TOP 10-ში ერთი ფეხბურთელი მოხვდა – გიორგი დემეტრაძე, რომელიც რუსეთში საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დაასახელეს, უკრაინაში კი მეორე ადგილზე გავიდა.

ქართველი ლეგიონერები უკრაინის პრემიერლიგაში. TOP 10
10. ვასილ გიგიაძე
ტავრია, კრივბასი, ნეფტიანიკი
2000-2011
გიგიაძის კარიერაში მთავარი გუნდი ტავრია იყო, სადაც მალევე გახდა კაპიტანი. მან უკრაინის თასი მოიგო და ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა – 27.
9. გოჩა ჯამარაული
მეტალურგი
2002-2005
გოჩა უკრაინაში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში გუნდის კაპიტნად აირჩიეს! ის უკრაინის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანია. ბელკევიჩის დონეზე შეეძლო გადამწყვეტი პასების გაკეთება.
8. ლაშა ჯაკობია
მეტალისტი, არსენალი, ჰოვერლა
2004-2012
ორი სეზონის განმავლობაში მეტალისტის მთავარი ფორვარდი იყო, სანამ გუნდში მარკევიჩი მივიდოდა.
7. ჯაბა ლიპარტია
ზორია, არსენალი
2011-2019
ზორიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, კლუბის ფანების საყვარელი მოთამაშე.
6. დავით ხოჭოლავა
ჩერნომორეცი, შახტარი
2015-დან
თავი ჩერნომორეცში გამოიჩინა, შახტარში პირველივე სეზონში დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მერე მისი საქმეები უკან წავიდა – ახლა ის როტაციის მოთამაშეა.
5. მიხეილ ფოცხვერია
ზორია, მეტალურგი, შახტარი, დნიპრო
1993-2000
უფრო მეტი პროფესიონალიზმი რომ გამოეჩინა, ძალიან ბევრს მიაღწევდა კარიერაში. ორჯერ მოიგო უკრაინის თასი.
4. ავთანდილ კაპანაძე
ტემპი, ნივა
1993-2001
ტყუპი ძმები ავთანდილ და ტარიელ კაპანაძეები ნივას ლიდერები იყვნენ. ორივემ ერთად 100-ზე მეტი გოლი გაიტანეს. ავთანდილი უფრო კაშკაშა ვარსკვლავი იყო.
3. ჯაბა კანკავა
არსენალი, კრივბასი, დნიპრო
2006-2015
ჯაბა კანკავა

ძალიან ხისტი და გამძლე საყრდენი, ქართველი ედგარ დავიდსი. დნიპროში 8 წელი გაატარა, ითამაშა ევროპალიგის ფინალში. ყველას ახსოვს, როგორ გადაარჩინა მან კიეველი ოლეგ გუსევი მოედანზე.

2. გიორგი დემეტრაძე
კიევის დინამო, მეტალურგი, არსენალი
1999-2008
გიორგი დემეტრაძე

იშვიათი ტალანტის ფორვარდი, ბოლომდე თავისი პოტენციალი ვერ გამოამჟღავნა. ლობანოვსკის დინამოში მეტის მიღწევა შეეძლო. დინამომ ის რეალ სოსიედადში 5 მილიონ დოლარად გაყიდა.

1. კახა კალაძე
კიევის დინამო
1999-2000
კიევში მხოლოდ ორ-ნახევარი სეზონი გაატარა, მაგრამ იმდენად ბრწყინვალედ ითამაშა, რომ პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. 2001 წელს 16 მილიონ დოლარად მილანში გადავიდა, სადაც შემდეგში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.