ნეიმარის გადაბირებაში “ბარსას” კონკურენციას “იუვე” გაუწევს

0
35

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “პარი სენ ჟერმენის” შემტევის ნეიმარის დამატებას ტურინის “იუვენტუსი” შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია Mundo Deportivo-მ გაავრცელა.
აპენინელთა გრანდი 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის აღნიშნულ ტრანსფერში პაულო დიბალას ჩართვას გეგმავს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ნეიმარი “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მისი დაბრუნების სურვილს კი “ბარსელონა” გამოთქვამს.