ბუნდესლიგა ხუთი შეცვლით განახლდება

0
3

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან პირველი ევროპული პირველობებიდან გერმანული ბუნდესლიგა განახლდება.
ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩები 16-18 მაისს განახლდება, ტურის მთავარი თამაში უდავოდ რურის დერბია “დორტმუნდსა” და “შალკეს” შორის. გერმანიის ფეხბურთის ლიგამ (DFL) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩემპიონატის მატჩებში ხუთი ცვლილების უფლებაა დაშვებული.
ფიფას რეკომენდაციით, გადატვირთული კალენდრის გამო, თამაშში ხუთი ცვლილების განხორციელების უფლება დაშვებულია, ეს წესი IFAB-მა დაამტკიცა. ასე რომ, ბუნდესლიგა პირველი ტურნირი იქნება, რომელიც ხუთი შეცვლის წესს გამოიყენებს.