სერია A 13 ივნისს განახლდება

0
3

იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ განაცხადა, რომ სერია A-ს სეზონის 13 ივნისს განახლება პრაქტიკულად 99 პროცენტით გადაწყვეტილია.
„სეზონი 13 ივნისს 99.9 პროცენტით განახლდება“, – მოკლე კომენტარი გააკეთა მალაგომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბები სწორედ ხსენებულ თარიღზე შეთანხმდნენ და საბოლო ვერდიქტი იტალიის ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს.