საქართველო-ბელარუსი უმაყურებლოდ…

0
3

უცხოურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის პანდემიის გამო  2020 წელს დაგეგმილი ყველა სანაკრებო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის. აღნიშნული რეგულაცია შეეხება ერთა ლიგის ნახევარფინალებსაც. ინფორმაციის წყარო Belfast Telegraph-ია.
მიმდინარე წელს, ერთა ლიგის ახალ, 20/21 წლების სეზონის ციკლში საქართველო სომხეთის, მაკედონიისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად  C ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს.

ამ დროისთვის მატჩების კალენდარი ასეთია:
ესტონეთი v საქართველო | 5 სექტემბერი,  20:00
საქართველო v ჩრდილოეთ მაკედონია | 8 სექტემბერი, 20:00
სომხეთი v საქართველო | 8 ოქტომბერი, 20:00
ჩრდილოეთ მაკედონია v საქართველო | 11 ოქტომბერი, 20:00
საქართველო v სომხეთი | 13 ნოემბერი, 21:00
საქართველო v  ესტონეთი | 16 ნოემბერი, 21:00.

ამ მატჩებს უნდა მიემატოს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც 26 მარტს, თბილისის ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში, ასევე უნდა გაიმართოს ერთა ლიგის ფინალი, კვლავ თბილისში, რადგან ჩვენმა ქვეყანამ ერთა ლიგის ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

27 მაისს უეფას მორიგი აღმასკომის სხდომა ჩატარდება, რომელზეც საბოლოოდ გახდება ცნობილი როდის და როგორ გაიმართება ეროვნული ნაკრებების მატჩები.