ბათუმის ,,დინამო” ჯანო ანანიძის დამატებას აპირებს

0
8

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ,,დინამო’’ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს. ბათუმელები 27 წლის ჯანო ანანიძის დამატებას აპირებენ. ,,დინამოს’’ პრეზიდენტის არჩილ ბერიძის თქმით, ბიზნეს-პარტნიორებთან და ანანიძესთან შეხვედრა შედგება. ბერიძის განცხადებით ჯანო თავისუფალი აგენტია და სწორედ ამ სტატუსით მიდის ფეხბურთელთან მოლაპარაკება. თავად ანანიძემ კი დაადასტურა მოლაპარაკების მიმდინარეობა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია.

27 წლის ნახევარმცველმა კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის ‘’სპარტაკში’’ გაატარა. ის სხვადასხვა დროს ასევე ,,როსტოვში’’, ,,კრილია სოვეტოვში’’ და კვიპროსის ფამაგუსტას ,,ანორთოსისში’’ ასპარეზობდა. ანანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩი 7 გოლის გატანა მოახერხა.