სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მესი შეინარჩუნებს

0
2

2020 წელს, საუკეთესო ფეხბურთელების ტრადიციული დაჯილდოვება ვერ შედგება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიფამ მიიღო. ამის შესახებ MARCA წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო  ფეხბურთელის  ტიტულს  მომდევნო, ერთი წლით კვლავ ლეო მესი ჩაიბარებს, რადგან სწორედ არგენტინელია აღნიშნული ჯილდოს მოქმედი მფლობელი. ჯილდო ასევე შეუნარჩუნდება სხვადასხვა კატეგორიის ყველა გამარჯვებულს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფიფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. არგენტინელმა ვირჯილ ვან დაიკსა და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.