შენგელია, შერმადინი და ბურჯანაძე 12–გუნდიან საჩემპიონო ტურნირში ითამაშებენ

0
17

ესპანეთის საკალათბურთო ACB ლიგა, ჩემპიონატს, განახლებული ფორმატით დაასრულებს.

ლიგა–ენდენსას ხელმძღვანელობა, ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, 5–საათიანი ვიდეო–კონფერენციის შედეგად, ჩემპიონატის განახლებასა და მისი ახალი ფორმატით დასრულებაზე შეუთანხმდა.

ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის მიხედვით 12 საუკეთესო გუნდი, კენჭისყრის შედეგად, ორ 6–გუნდიან ჯგუფად დაიყოფა, ორ–ორი საუკეთესო კი ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოლიმპიური სისტემით გაიმართება და საბოლოო ჩემპიონის ბედსაც გადაწყვეტს.

ჯერ–ჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ბოლო ექვს გუნდს, რომლებიც უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

ამ თორმეტ გუნდში მოხვდნენ შენგელიას „ბასკონია“, შერმადინის „ტენერიფე“ და ბურჯანაძის „გრან კანარიაც“. მათ გარდა, საჩემპიონო ტურნირში, მონაწილეობას მიიღებენ „რეალი“, „ბარსელონა“, „სარაგოსა“, „ბილბაო“, „ანდორა“, ვალენსია“, „უნიკახა“,“სან პაბლო ბურგოსი“ და „ჟუვენტუდი“.

უცნობია ასევე განახლების თარიღი და ლოკაცია. წინასწარი ვარაუდით, ტურნირი ერთი ქალაქის ერთ დარბაზში გაიმართება, მთავარ პრეტენდენტებად კი კორონავირუსით ნაკლებად დაზარალებული რეგიონები, კანარის კუნძულები და ანდორა ითვლება.