პრემიერლიგა 12 ივნისს განახლდება

0
3

ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია მთავრობასთან ერთად პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის განახლებაზე მუშაობს და ჩემპიონატის გაგრძელების სავარაუდო დრო ცნობილია.
The Telegraph-ის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი 12 ივნისს განახლდება. მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო ინგლისის პრემიერლიგა 10 მარტს შეწყდა. სატურნირო ცხრილს 82 ქულით “ლივერპული” ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ “სიტის” 25 ქულით უსწრებს.