რონალდო: “ოქროს ბურთი” დელ პიეროს, მალდინის, ტოტის და რაულს უნდა მოეგო”

0
3

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში, ალესანდრო დელ პიეროსთან საუბრისას, დაასახელა 5 ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, ,,ოქროს ბურთს” იმსახურებდა:
,,4 ფეხბურთელია, რომელთაც ,,ოქროს ბურთი” არ მოუგია, მაგრამ უნდა მოეგო: ალესანდრო დელ პიერო, პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი და რაული.
სიას რობერტო კარლოსს დავამატებდი, რომელმაც გამოკითხვაში მეორე ადგილი ორჯერ დაიკავა”. – რონალდოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.
თავად რონალდომ ,,ოქროს ბურთი” ორჯერ, 1997 და 2002 წლებში მოიგო.