ფეხბურთის წესები დროებით შეიცვალა

0
4

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ფეხბურთის წესებში დროებითი ცვლილებები შეიტანა – გუნდებს მატჩის განმავლობაში ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ.
იმისათვის, რომ მწვრთნელებმა ეს წესი დროის გაყვანისთვის არ გამოიყენონ, მწვრთნელებს შეცვლის მიზნით თამაშის შეჩერების უფლება სამჯერ ექნებათ. მათ შეეძლებათ, ხუთი ფეხბურთელი შეცვალონ, თუმცა ეს სამ ცვლილებაში უნდა გააკეთონ (მინდვრიდან ერთბაშად ორი ან სამი ფეხბურთელის გაყვანით).