გერმანიის მთავრობა ბუნდესლიგის განახლებას დათანხმდა

0
4

გერმანიის ხელისუფლებასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება შედგა – ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი მაისის მეორე ნახევარში უმაყურებლოდ განახლდება.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, გერმანიის საფეხბურთო ლიგასა და კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება, სადაც განახლებული ჩემპიონატის ფორმატზე შეჯერდებიან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო გერმანიის ბუნდესლიგა 25-ე ტურის შემდეგ შეწყდა. დღეის მდგომარეობით, სატურნირო ცხრილს 55 ქულით “ბაიერნი” ლიდერობს, ხოლო 51 ქულით მეორე ადგილს “დორტმუნდი” იკავებს.