ნეიმარმა პსჟ-ს შეთავაზება იუარა

0
8

“პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას ბრაზილიელი შემტევის ნეიმარის შენარჩუნება სურს. მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია.
ესპანური გამოცემა mundo deportivo-ს ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ ბრაზილიელს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ბონუსის სახით 100 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა ფრანგთა წინადადება უარყო.
ნეიმარის დაბრუნება კატალონიის “ბარსელონას” სურს და კლუბი ბრაზილიელის აგენტს  დაუკავშირდა. 28 წლის სამხრეთამერიკელს “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.