ახალი რეიტინგით მილიარდერი მხოლოდ “სიტია”

0
4

Transfermarkt-მა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის კვალად, ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კლასიფიკაციაში პირველი ადგილი “მანჩესტერ სიტის” უკავია. ეს კლუბი ერთადერთია, რომლის ფეხბურთელთა ჯამური ფასი მილიარდ ევროს აჭარბებს.
პირველ ათეულში ზუსტად ნახევარი, ხუთი კლუბი ინგლისიდანაა, სამი ესპანეთიდან, თითო-თითო კი საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

1. მანჩესტერ სიტი – 1.02 მილიარდი
2. ლივერპული – 967 მილიონი
3. რეალი – 888.5 მილიონი
4. ბარსელონა – 852.7 მილიონი
5. პსჟ – 843.7 მილიონი
6. ბაიერნი – 756.6 მილიონი
7. ატლეტიკო – 709 მილიონი
8. ტოტენჰემი – 699 მილიონი
9. ჩელსი – 679.9 მილიონი
10. მანჩესტერ იუნაიტედი – 646.7 მილიონი