პრემიერლიგა შესაძლოა უმაყურებლოდ ჩატარდეს

0
25

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერლიგის მომდევნო სეზონი შესაძლოა უმაყურებლოდ ჩატარდეს.
Daily Mail-ის ცნობით, ინგლისის ფედერაცია აღნიშნულ საკითხზე კლუბებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და თუ შეთანხმება შედგა, პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის ყველა მატჩში ცარიელი ტრიბუნები იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ინგლისის პრემიერლიგაც შეჩერდა და ამ დროისთვის უცნობია როდის და რა ფორმით დასრულდება მიმდინარე სეზონი.