დასახელდა ფეხბურთის ისტორიის ათი საუკეთესო მწვრთნელი

0
16

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ – fourfourtwo-მ,  ფეხბურთის ისტორიაში 100 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. სიის სათავეში “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონია. ფერგიუსონი “იუნაიტედში” 1986-2013 წლებში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში ერთადერთი მოქმედი მწვრთნელი მოხვდა. ეს “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლაა.
გთავაზობთ საუკეთესოთა ათეულს:
1. ალექს ფერგიუსონი (“აბერდინი”, შოტლანდიის ეროვნული ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”)
2. რინუს მიხელსი (“აიაქსი”, “ბარსელონა”, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები, “კიოლნი”, “ბაიერი”)
3. იოჰან კრუიფი (“აიაქსი”, “ბარსელონა”)
4. ბილ შენკლი (“ლივერპული”)
5. პეპ გვარდიოლა (“ბარსელონა”, “ბაიერნი”, “მანჩესტერ სიტი”)
6. არიგო საკი (“პარმა”, “მილანი” იტალიის ეროვნული ნაკრები, “ატლეტიკო”)
7. მეტ ბასბი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, შოტლანდიის ეროვნული ნაკრები)
8. ელინიო ერერა (“ატლეტიკო”, “სევილია”, “ბარსელონა”, ესპანეთის ეროვნული ნაკრები, “ინტერი”, იტალიის ეროვნული ნაკრები, “რომა”)
9. ერნსტ ჰაპელი (“დენ ჰააგი”, “ფეიენოორდი”, “სევილია”, “ბრიუგე”, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები, “სტანდარდი”, “ჰამბურგი”, ავსტრიის ეროვნული ნაკრები)
10. ვალერი ლობანოვსკი (“დნეპრი”, კიევის “დინამო”, სსრკ-ის ნაკრები, უკრაინის ეროვნული ნაკრები)

გასულ წელს იგივე რეიტინგი France Football-მა შეადგინა, სადაც პირველ ადგილზე რინუს მიხელსი იყო, ხოლო მეორეზე – ალექს ფერგიუსონი.