შენგელიას შეძენით პაბლო ლასოა დაინტერესებული

0
5

ვიტორიას “ბასკონიას” 28 წლის ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას მადრიდის “რეალში” გადასვლა რეალური ხდება. ახალ დეტალებს Defensacentral ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მადრიდელთა თავკაც პაბლო ლასო შენგელიას შეძენა ძალიან სურს და საამისოდ ყველაფერს აკეთებს. ქართველი მძიმე ფორვარდის “რეალში” გადაბარგების შესახებ 2017 წელსაც იწურებოდა. მაშინ ტრანსფერი არ შედგა, ახლა, მადრიდელებს მეორე მცდელობა აქვთ.