უეფა-ს ვიდეო კონფერენცია ფედერაციების წარმომადგენლებთან

0
15

უეფამ 55-ვე წევრი ასოციაციის მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფედერაციების წარმომადგენლებს სანაკრებო მატჩებისა და საკლუბო ჩემპიონატების კალენდრის ალტერნატიული ვარიანტები გააცნო.

სანაკრებო თამაშების შესახებ და შემოდგომაზე გასამართი რვა პლეი ოფის შეხვედრის, მათ შორის, საქართველო – ბელარუსის მატჩის სავარაუდო გრაფიკის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა მოგვიანებით მიიღებს.

ასევე უეფამ რეკომენდაცია მისცა ფედერაციებს, ეროვნული ჩემპიონატების დასრულების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ გუნდები, რომლებიც საქართველოს ევროტურნირების 2020–2021 სეზონზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილი არიან.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უეფა ხუთშაბათს, აღმასკომის სხდომის შემდეგ მიიღებს.