ქომაგებმა საფრანგეთის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს

0
11

ფრანგულმა გამოცემამ, L’equipe-მა გულშემატკივართა გამოკითხვით საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
სიმბოლურ გუნდში 9 მოთამაშე 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი, რომელიც თერთმეტეულში მოხვდა კილიან მბაპეა.

მეკარე – ფაბიენ ბარტეზი;
მცველები – ლორან ბლანი, ლილიან ტურამი, მარსელ დესაი, ბიკსენტ ლიზარაზუ;
ნახევარმცველები – პატრიკ ვიეირა, დიდიე დეშამი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი;
თავდამსხმელები – ტიერი ანრი, კილიან მბაპე.