სტამბოლში, 29 აგვისტოს…

0
12

ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა” ევროტურნირების დასრულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას 29 აგვისტოს გეგმავს, ხოლო ევროპა ლიგის ფინალის – 26 აგვისტოს.
როგორც გამოცემა ირწმუნება, მეოთხედფინალების გამართვა ივლისის ბოლოსაა ნავარაუდები, ნახევარფინალებისა კი – აგვისტოს დასაწყისში.
სეზონი კორონავირუსის გამოა შეჩერებული. ჩემპიონთა ლიგის ფინალს – სტამბოლმა, ხოლო ევროპა ლიგის გადამწყვეტ მატჩს პოლონეთის ქალაქმა გდანსკმა უნდა უმასპინძლოს.