ბითაძის სათამაშო დრო გაიზრდება

0
5

„ინდიანა პეისერსში“ გოგა ბითაძის ფუნქცია და სათამაშო დრო მომავალი სეზონიდან გაიზრდება. ამის შესახებ გამოცემა 8Points9seconds წერს.
„გოგა ბითაძე შეიძლება „ინდიანა პეისერსის“ განვითარების მომდევნო ნაბიჯი იყოს. ქართველი  მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის შემცვლელი იყო და რეალურად სათამაშო დრო მხოლოდ მაშინ ეძლეოდა, როცა ისინი დაღლილები ან ჯარიმებით დატვირთულები იყვნენ. მომდევნო სეზონიდან დიდი შანსია, რომ ნეით მაკმილანმა როტაციას უფრო მეტად მიმართოს“, – წერს გამოცემა.