რონალდინიოს გირაო მესიმ გადაიხადა

0
17

კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ ყოფილი თანაგუნდელის, ბრაზილიელი შემტევის რონალდინიოს გირაოს თანხა, მილიონ 600 ათასი ევრო გადაიხადა. ამ ცნობას არგენტინული გამოცემა TNT Sports ავრცელებს.
რონალდინიომ პარაგვაის ციხეში ძმასთან ერთად 32 დღე გაატარა. ბრაზილიელი ძმები ამჟამად შინაპატიმრობას პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონის ოთხვარსკვლავიან სასტუმროში ატარებენ.