დასახელდა ხუთი წამყვანი ლიგის საუკეთესო მოთამაშეები

0
15

ამერიკულმა გამოცემა The Score-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
ინგლისის პრემიერლიგაში საუკეთესოდ ,,ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე დასახელდა, ესპანეთის ლა ლიგაში – ,,ბარსელონას” კაპიტანი ლეო მესი, ბუნდესლიგაში – მიუნხენის ,,ბაიერნის” ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი. The Score-ის ვერსიით სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ,,ატალანტას” ნახევარმცველი – იოსიპ ილიჩიჩია, საფრანგეთის ლიგა 1-ში კი – ,,პარი სენ ჟერმენის” არგენტინელი შემტევი – ანხელ დი მარია.