ვისენტე დელ ბოსკე: “ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულშია”

0
19

მადრიდის ,,რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელზე ნეიმარზე ისუბრა:
,,ნეიმარი რთული ადამიანია. ჩემთვის ის კარგი მაგალითი არაა. უნდა ვთქვა, რომ ბრაზილიელი შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას მთხოვთ, ნეიმარს სიაში აუცილებლად შევიყვანდი. თუმცა, მოედანზე ის ხშირად თვალთმაქცობს, პლუს მისი ,,ბარსელონადან” წასვლის ამბავიც”, – დელ ბოსკეს სიტყვებს Goal.com ციტირებს.