კრიშტიანუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდება

0
17

ტურინის “იუვენტუსის” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ სეზონის ბოლოს ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევა.
Business Insider-ის ცნობით, კორონავირუსის გამო ხელფასების შემცირების მიუხედავად, რონალდუ სეზონის ბოლოს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც კარიერის განმავლობაში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
მსოფლიო სპორტის ისტორიაში კი, კარიერის განმავლობაში მილიარდი დოლარის გამომუშავება ფლოიდ მეივეზერმა (კრივი) და ტაიგერ ვუდსმა (გოლფი) შეძლეს.