კასილასი კანავაროს: “ოქროს ბურთი” დახუჭული თვალებით მოგანიჭეს”

0
15

მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი “სამეფო გუნდის” ყოფილ მცველ ფაბიო კანავაროს სოციალურ ქსელში ესაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა:
„როდესაც 2008 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, მითხარი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოგებული არ მქონდა. ორი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიც მოვიგე და პირველი ორი ადამიანი, ვისაც დავურეკე, შენ და რობერტო კარლოსი იყავით. მაშინ გითხარი, რომ უკვე შენ დონეზე ვიყავი“.
ამ სიტყვების შემდეგ კანავარომ კასილასს უთხრა, რომ “ოქროს ბურთი” ჰქონდა მოგებული. ამაზე კასილასმა ხუმრობით უპასუხა:
„კი, ვიცი, მაგრამ “ოქროს ბურთი” დახუჭული თვალებით მოგანიჭეს“, – ამ დიალოგს Marca ავრცელებს.