სფფ-ის ვიდეო-კონფერენცია ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან

0
22

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროტურნირებზე მონაწილე კრიტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხ კლუბთან ვიდეო-კონფერენცია გამართა.

სფფ-ის ხელმძღვანელობამ კლუბებს უეფასთან არსებული კომუნიკაციიდან გამომდინარე მდგონარეობა გააცნო, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ლიცენზირების პირობები და ვადები არ შეცვლილა და კლუბებმა, რომლებმაც სპორტული შედეგით უეფას 2020/21 წლის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს სალიცენზიო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 3 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ.

საქართველო უეფა-ს მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ ვიდეო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე, რომელშიც  55-ვე წევრი ფედერაცია იქნება წარმოდგენილი, განხილული იქნება ევროპული ფეხბურთის სამომავლო გეგმები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა კლუბთან გეგმავს ვიდეო კონფერენციის გამართვას.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველა აღნიშნული ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება 11 მარტს სამ კვირიანი ვადით მიიღო. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო კი,  აღნიშნული ვადა შესაბამისად გაგრძელდა. ჩემპიონატების განახლების თარიღი მოვლენების განვითარების შესაბამისად დადგინდება.