მამუკელაშვილი ნბა-ს დრაფტზე დადგება

0
7

ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც „სეტონ ჰოლში“ თამაშობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე დადგება, აღნიშნულ ინფორმაციას Hoopsrumors.com ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მამუკელაშვილს პირველ წელს ნბა-ს არც ერთი გუნდი არ აიყვანს, თუმცა შემდეგ წელს უკვე შანსი ექნება.
„კარგია თუ სანდროს დრაფტზე ვიხილავთ. დრაფტი საკმაოდ საინტერესო პროცესია, რაც კალათბურთელის ზრდასაც ხელს უწყობს. დარწმუნებული ვარ მამუკელაშვილი ადრე თუ გვიან ნბა-ში მოხვდება“ – განაცხადა „სეტონ ჰოლის“ მთავარმა მწვრთნელმა.