მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

0
4

As.com-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი კატალონიის ,,ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი ლეო მესია, რომელმაც გასულ სეზონში 131 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მეორე ადგილს 118 მილიონი ევროთი ტურინის ,,იუვენტუსის” პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. მესამე ადგილზე პსჟ-ს ბრაზილიელი შემტევი ნეიმარია, რომლის შემოსავალიც გასულ სეზონში 95 მილიონი ევრო იყო, მეოთხე ადგილზე კი 38.7 მილიონით უელსელი გარეტ ბეილია.
მადრიდის ,,ატლეტიკოს” არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია. მისი წლიური ხელფასი 40.5 მილიონი ევროა.