“ბარსა” ნეიმარის დაბრუნებაზე იზრუნებს

0
5

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ზაფხულში ბრაზილიელი შემტევის ნეიმარის საკუთარ რიგებში დაბრუნებას შეეცდება. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კატალონურმა კლუბმა 28 წლის სამხრეთამერიკელის დასაბრუნებლად ახალი გეგმა შეიმუშავა და ტრანსფერის დახურვას FIFA-ს რეგლამენტის დახმარებით აპირებს.
FIFA-ს სატრანსფერო რეგულაციის მე-17 მუხლის თანახმად, ევროკავშირის კლუბში მოთამაშე ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ტრანსფერის მოთხოვნის უფლება აქვს. სწორედ ზაფხულში უსრულდება ნეიმარს “პარი სენ ჟერმენში” ასპარეზობის სამი წელი.