ლორენსო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა

0
4

მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი, ლორენცო სანსი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ სანსს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სანსი მადრიდულ გუნდის პრეზიდენტი 1995-2000 წლებში იყო. სანსის პრეზიდენტობისას “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (1998, 2000), აგრეთვე ლა ლიგასა (1996/97) და საკონტინენტთაშორისო თასის (1998) გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ “რეალმა” 1998 წელს ჩემპიონთა ლიგა 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.