ფელიპე მელო: “ყოველ ჩვენგანს მესისთვის რიგრიგობით ფეხში უნდა მოერტყა”

0
4
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფელიპე მელო თვლის, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლეო მესი “იუვენტუსის” ფორვარდ რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია.
“მესი უნიკალურია. როდესაც ბრაზილიის ნაკრები არგენტინას ხვდებოდა, მოვილაპარაკეთ, რომ ყოველ ჩვენგანს მისთვის ფეხებში ერთხელ უნდა მოერტყა, რიგრიგობით. ეს ძალიან ძნელია. სხვანაირად ვერ შევაჩერებდით. მისი მწყობრიდან გამოყვანა არ გვინდოდა, მაგრამ რიტმი უნდა შეგვეჩერებინა, შეგვეშფოთებინა.
პელეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი თამაში არ მინახავს. მახსოვს, 1990 წელს არგენტინამ ბრაზილიას კანიჯას გოლით მოუგო. ბრაზილიელები ამბობენ, რომ ზიკო საუკეთესოა, თუმცა პირველად “მარაკანაზე” ჩატარებულ გამოსამშვიდობებელ მატჩში ვნახე. ამიტომ შემიძლია გითხრათ, პელე, მარადონა და ზიკო ფენომენალურები არიან.
მესის თამაში ვნახე და ის არაჩვეულებრივი იყო. რონალდუზე უკეთესია, რადგან პორტუგალიელს შეუძლია გუნდისთვის 5 გოლი გაიტანოს, მესის კი 5 გოლიც გააქვს და თანაგუნდელებს მომენტებსაც უქმნის. ის უფრო სრულყოფილია”, – ციტირებს მელოს კატალონური “სპორტი”.