კეისუკე ჰონდა ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

0
3
იაპონიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ “ბოტაფოგოს” რიგებში სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
 ჰონდა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს 5 სხვადასხვა კონტინენტზე მოახერხა გოლის გატანა. “ბანგუს” კარში გატანილი გოლი იაპონელისთვის სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე პირველი გამოდგა, აქამდე კი ნახევარმცველს ევროპაში, აზიაში, ჩრდ. ამერიკასა და ავსტრალიაში ჰქონდა მეტოქეთა კარი დალაშქრული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰონდას გოლი მე-6 კონტინენტზე – აფრიკაშიც აქვს გატანილი, თუმცა იქ ეროვნული ნაკრების სახელით გამოდიოდა და სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს გამართულ მსოფლიო თასზე თავი ორჯერ გამოიჩინა.