ალან შირერი: “ლივერპულს ტიტული არ უნდა მიენიჭოს”

0
5

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალან შირერი მიიჩნევს, რომ თუ ყველა მატჩი არ ჩატარდება, პრემიერლიგის სეზონი დასრულებულად არ უნდა ჩაითვალოს.
,,თუ სეზონი არ დასრულდება გამარჯვებულსა და დამარცხებულს ვერ გამოავლენ. რამდენიმე გუნდისთვის, განსაკუთრებით ,,ლივერპულისთვის”, რაც უნდა ცუდად ჟღერდეს, ეს ერთადერთი გამოსავალია. თუ ყველა მატჩის ჩატარება არ შეიძლება, მაშინ არც ის შეიძლება, რომ ვინმემ ჩემპიონობა იზეიმოს ან ჩემპიონშიპში დაქვეითდეს.
,,ლივერპულისთვის” ეს ყველაფერი ზედმეტად სასტიკია, მაგრამ ვერ ვხედავ ვარიანტს, რომლითაც მათთვის ტიტულის გადაცემა სამართლიანი იქნება, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მათ დაწევას ვერავინ ვერ შეძლებს. მერსისაიდელებს ჩემპიონობის გასანაღდებლად ექვსი ქულა სჭირდებათ, რომელიც ჯერ არ მოუპოვებიათ. სეზონი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს,” – განაცხადა შირერმა.
კორონავირუსის საფრთხის გამო ინგლისის პრემიერლიგა 3 აპრილამდე გადაიდო. ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე ,,ლივერპული” 82 ქულით პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს.