კრიშტიანუ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაებმება

0
11

ტურინის ,,იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსთან საბრძოლველად პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად გადააქცევს. ამ ცნობას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
ფეხბურთელი ექიმებსა და დასაქმებულ პერსონალს ხელფასსაც გადაუხდის. რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუმ სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ პორტუგალიის ხელისუფლების რეკომენდაციები ყველამ უნდა შეასრულოს.