2005-2020 – შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

0
14

ვეტერანმა ბორჯღალოსანმა შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის მორაგბე ნაკრებთან დამშვიდობებას რუსეთთან მატჩის შემდეგ გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს შეხვედრა გადაიდო.
სუთიაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ ნაკრების კვართი 82-ჯერ მოირგო (ორი ლელო).
მეორეხაზელს 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული. მას ბორჯღალოსნებისთვის 15-ჯერ უკაპიტნია და ყველა ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
შალვა სუთიაშვილი 2015 წლიდან საფრანგეთის პრო დე2-ის გუნდის, ‘ანგულემის’ ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.