პირველად ცამეტი წლის შემდეგ – ლიგა ფინალისტების გარეშე გაგრძელდება

0
11

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “ლივერპულმა” “ატლეტიკოს” უმასპინძილა. მატჩის ძირითადი დრო “ლივერპულის” სასარგებლოდ, ანგარიშით – 1:0 დასრულდა – 43-ე წუთზე ატლეტიკოს ვეინალდუმმა გაუტანა (1:0).
პირველი შეხვედრა “ატლეტიკოს” შინ ასევე მინიმალური სხვაობით ჰქონდა მოგებული, შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა. 94-ე წუთზე “ატლეტიკოს” ფირმინომ გაუტანა, ფირმინოს გოლის შემდეგ “ატლეტიკომ” გაიბრძოლა, რასაც  97-ე და 105-ე  წუთებზე  ლორენტეს გოლები მოჰყვა, 120-ე წუთზე კი მორატას გოლი (2:3).
საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალის საგზური ატლეტიკომ მოიპოვა (4:2).
ჩემპიონთა ლიგას შარშანდელი ფინალისტები “ლივერპული” და “ტოტენჰემი” გამოეთიშნენ – ასეთი რამ ბოლოს 13 წლის წინ მოხდა.