ქართულ დერბიში გამარჯვება შენგელიას დარჩა, შერმადინმა კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

0
30

ესპანეთში ქართული დერბი შედგა. თორნიკე შენგელიას ბასკონიამ გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა. ვიტორიელებმა მხოლოდ პირველი პერიოდი დათმეს – 20:21, რის შემდეგაც მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და საბოლოოდ 17 ქულით – 75:58 გაიმარჯვეს.

შენგელიამ 24:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გიორგი შედეგიანობით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ამ გამარჯვებით თორნიკე შენგელიას გუნდმა პლეი ოფის ზონაში შესვლა მოახერხა და ახლა, უკვე მაღალი პოზიციების დაკავებასაც ეცდება. რაც შეეხება შერმადინის ტენერიფეს, ეს გუნდი 28 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ბასკონია მომდევნო ტურში ვალენსიას ესტუმრება. 24-ე ტურში კიდევ ერთ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ბექა ბურჯანაძის გრან კანარია შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლებს.