“ლივერპულის” მოგება და რეკორდი

0
17

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში ,,ლივერპულმა” ,,ბორნმუთს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შედეგად, მერსისაიდელებმა 48 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.
იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერლიგაში შინ მოგება ზედიზედ 22 მატჩში შეძლო, რაც ინგლისის პირველობის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
წინა რეკორდი 1972 წელს დამყარდა, როცა მერსისაიდელებმა საკუთარ “ენფილდზე” ზედიზედ 21 შეხვედრა მოიგეს.
პრემიერლიგის 29 ტურის შემდეგ ,,ლივერპული” 82 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს.