აზარმა ოპერაცია გაიკეთა

0
13
ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” შემტევმა ედენ აზარმა დალასში ფეხის ოპერაცია გაიკეთა. როგორც “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ქირურგიულ ჩარევას “რეალის” სამედიცინო ჯგუფიც დასწრო.

აზარი ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და “რეალის” პრესსამსახურის ცნობით, სარეაბილიტაციო ვადები მალე გახდება ცნობილი. ამავდროულად, Marca იუწყება, რომ ფეხბურთელს ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად საუკეთესო შემთხვევაში ორი თვე სჭირდება და ითამაშებს თუ არა აზარი სეზონის ბოლოს კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ფეხბურთელის მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაშია.